Sign In
About Santen
Skip Navigation LinksSanten > Georgia > About Santen
კონტაქტი
,,სანტენ ფარმასიუთიქალ“-ი მიესალმება თქვენს შეკითხვებსა და მოსაზრებებს.

,,სანტენ“-ის შესახებ

​მხედველობა გრძნობათა ორგანოებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. მას ყოველთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნდა. სადღეისოდ კი, ,,ვიზუალური ინფორმაციის საუკუნეში", მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. თუნდაც მობილური ტელეფონი, რომელიც ადრე კლასიკურ ხმოვან მოწყობილობას წარმოადგენდა, უფრო ვიზუალურ საშუალებად იქცა. როდესაც საუბარია ჯანმრთელობის ასაკობრივ პრობლემებზე სწორედ მხედველობის დაკარგვა წარმოადგენს ნომერ პირველ შიშის. მხედველობის ზომიერ პრობლემებსაც კი შეუძლია მნიშვნელოვნად დააქვეითოს პიროვნების პროდუქტიულობა, მობილობა და დამოუკიდებლობა.

 

როგორც ოფთალმოლოგიაში სპეციალიზებულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, ,,სანტენ"-მა  ჯერ იაპონიის თვალის რეცეპტურული საშუალებების ბაზარზე დაიმკვიდრა წამყვანი ადგილი ხოლო შემდეგ მსოფლიო ბაზარზე დაფუძნდა. კომპანია ევროპაში დაახლოებით 20 წელია მოღვაწეობს. იგი თანდათან აძლიერებს თავის პოზიციებს. ფართოვდება კომპანიის მუშაობის გეოგრაფია იმგვარად, რომ როგორც პაციენტებს ისე ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალებს მაქსიმალურად მიუწვდებოდეთ ხელი სანტენ-ის ინოვაციური მკურნალობის მეთოდებზე.

 

ჩვენ გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ლიდერი ოფთალმოლოგიური კომპანია ევროპაში.

 

img_group_001.jpg 

ინოვაციური გადაწყვეტილებები ოფთალმოლოგიაში

ჩვენი პრიორიტეტია, შევიმუშავოთ და დავნერგოთ ახალი და საუკეთესო საშუალებები, რომლებიც დააკმაყოფილებენ როგორც პაციენტების, ისე ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალების მოთხოვნებს. ,,სანტენ"-ის საქმიანობა ძირითადად კონცენტრირებულია თვალის წინა ზედაპირის პათოლოგიებზე (ძირითადად მშრალი თვალი), გლაუკომაზე აგრეთვე ბადურის და თვალის ზოგიერთ იშვიათ დაავადებებზე.

 

სამეცნიერო კვლებზე დაყრდნობით კორპორაცია ავითარებს თვალის დაავადებების მკურნალობის ინოვაციურ თერაპიულ მეთოდებს მის ოთხ სამეცნიერო ცენტრებში იაპონიაში, აშშ-ში, ფინეთსა და საფრანგეთში.