Sign In
Social responsibility
Skip Navigation LinksSanten > Georgia > Social responsibility

კონტაქტი
,,სანტენ ფარმასიუთიქალ“-ი მიესალმება თქვენს შეკითხვებსა და მოსაზრებებს.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (კსპ)

​,,სანტენ"-ის ფასეულობები - Tenki ni sanyo suru - ეს ის არის, რასაც კომპანია თავისი დაარსებიდან (1890 წლიდან) უკვე 120 წელზე მეტია მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ჩვენი მისიაა სიახლეების შექმნითა და ინოვაციებით დავეხმაროთ როგორც პაციენტებს ისე მათ ახლობლებს და ამ გზით  შევიტანოთ წვლილი საზოგადოებაში.

 

იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ბიზნეს საქმიანობა შეესაბამება  ჩვენი კომპანიის ფასეულობებსა და ამოცანას, ჩვენ შევიმუშვეთ ,,ორგანიზაციული პრინციპები" ჩვენი ორგანიზაციის იდეალური მდგომარეობის ფორმულირებისთვის და ,,ინდივიდუალური სამოქმედო პრინციპები" თანამშრომელთა მოქმედებისა და ქცევის დასარეგულირებლად. უფრო სპეციფიკური მოქმედების გაიდლაინების უზრუნველსაყოფად ჩვენ ასევე ჩამოვაყალიბეთ ,,სანტენ"-ის პრაქტიკის კოდექსი", რომელიც შეიცავს ,,კორპორაციული ქცევის დეკლარაციასა" და ,,ქცევის კოდექსს". სამ სვეტზე - ,,კლიენტთა ნდობა", ,,თანამშრომელთა პასუხისმგებლობა და ზრდა" და ,,საზოგადოებასთან ჰარმონია" - ფოკუსირებით ,,სანტენ"-ის პრაქტიკის კოდექსი თანამშრომლებისგან ითხოვს არა მარტო ყველა მოქმედი კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტის დაკმაყოფილებას, არამედ ქცევაში ეთიკის უმაღლესი სტანდარტებისა და ინტეგრაციის დაცვას. უწყვეტად ვმუშაობთ, რათა მთელ ჯგუფში გავავრცელოთ და ხელი შევუწყოთ,,სანტენ"-ის პრაქტიკის კოდექსის დაცვას.

 

ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნეს საქმიანობისა და კსპ-ის ინტეგრირებულად და უწყვეტად განხორციელებით ჩვენ შევძლებთ, წვლილი შევიტანოთ საზოგადოების მდგრად განვითარებასა და გარემოს დაცვაში, რაც მიგვიყვანს მენეჯმენტთან დაკავშრებით გრძელვადიანი ხედვის რეალიზაციამდე.