Sign In
Therapeutic Areas & Products
Skip Navigation LinksSanten > Georgia > Therapeutic Areas & Products

სპეციალიზაცია ოფთალმოლოგიაში

,,სანტენ“-ს თვალის მოვლის საჭირო პროდუქციის შემუშავების 120 წლიანი ისტორია გააჩნია რომელიც მხედველობის დაცვასა და შენარჩუნებას ემსახურება. ჩვენი საქმიანობა მიმართულია პაციენტების მკურნალობის პროგრესულ მეთოდებზე. აღნიშნული მიიღწევა მედიცინის მუშაკთათვის ინოვაციური პრეპარატების, სამედიცინო მოწყობილობებისა და მომსახურების მთლიანი პორტფელის გადაცემით როგორც ევროპაში ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

about.jpg

,,სანტენ“-ი, როგორც ოფთალმოლოგიაში სპეციალიზებული ფარმაცევტული კომპანია, გთავაზობთ პროდუქციის სრულ ასორტიმენტს თვალის სიმშრალის, გლაუკომის, კატარაქტის, ინფექციების, ალერგიის და მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის თერაპიული მკურნალობისთვის.

 

ძირითადი აქცენტი კეთდება უკონსერვანტო სამკურნალო საშუალებების შემუშავებასა და მარკეტინგზე. გარდა ამისა, დიდი კაპიტალდაბანდება იდება როგორც უკვე არსებულ ინოვაციურ ტექნოლოგიებში ისე სამომავალო პროდუქციის პორტფოლიოს შემუშავებასა და დანერგვაში.

მხედველობა კონსერვანტების გარეშე

ქიმიური კონსერვანტები ხშირად გამოიყენება თვალის წვეთების ფლაკონებში სტერილურობის უზრუნველსაყოფად. მკურნალობის ხანმოკლე კურსის დროს ისინი უმეტესწილად კარგად აიტანება. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში (მაგ. ისეთი ქრონიკული დაავადებების დროს როგორიც არის მშრალი თვალი ან გლაუკომა), უფრო მეტი და მეტი ექიმი იძლევა უკონსერვანტო პროდუქციის გამოყენების რეკომენდაციას, რადგანაც კონსერვანტებმა შესაძლოა გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები ან გაღიზიანების სიმპტომები. სიმპტომები შესაძლოა იყოს ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, დისკომფორტი, გაღიზიანება ან თვალის სიმშრალე. კონსერვანტების ანტიმიკრობული თვისებები ეფუძნება არასპეციფიურ ბიოლოგიურ მოქმედებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს აღნიშნული რეაქციები.

 

ამჟამად უკონსერვანტო თვალის წვეთები უკვე ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ერთჯერად კონტეინერებში, არამედ სპეციალურ მრავალდოზიან ფლაკონებშიც. აღნიშნული ფლაკონების შექმნის ახალი მეთოდები და ტექნიკა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ შიგთავსი დარჩეს სტერილური.

ინოვაცია: ჩვენი ნოვასორბ® ტექნოლოგია

ნოვასორბ® ტექნოლოგია წარმოადგენს მოწინავე ფარმაცევტულ ტექნოლოგიას, რომელიც შექმნილია ოფთალმოლოგიური პრეპარატების ადგილობრივი გამოყენების ეფექტის გასაუმჯობესებლად.

 

ნოვასორბი® დაფუძნებულია ემულსიის დადებითად დამუხტულ წვეთებსა და თვალის ზედაპირის უარყოფითად დამუხტულ ფენას შორის არსებულ ელექტროსტატიკურ მიზიდულობაზე.

 

აღნიშნული ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებული იქნეს პოტენციური აქტიური ინგრედიენტების მთელი სპექტრისთვის. ეს მექანიზმი იძლევა საშუალებას, რომ აქტიური კომპონენტები უფრო დიდ ხანს დარჩნენ თვალის ზედაპირზე და უზრუნველყონ ხანგრძლივი თერაპიული კონცენტრაცია. ამგვარად, თვალის წვეთების გამოყენების დროს, ხამხამის გამო პრეპარატის სწრაფი ალაგება თვალის წინა ზედაპირიდან მნიშნელოვნად უმჯობესდება.

 

,,ზეთი წყალში" ტიპის კათიონური ემულსია შეიცავს ზეთოვანი ბირთვის მქონე უკიდურესად მცირე  დადებითად დამუხტულ წვეთებს, რომელშიც იხსნება აქტიური კომპონენტები. ჩვენი კათიონური ემულსია არ შეიცავს კონსერვანტებს.