Sign In
Research & Development
Skip Navigation LinksSanten > Georgia > Research & Development

კონტაქტი
,,სანტენ ფარმასიუთიქალ“-ი მიესალმება თქვენს შეკითხვებსა და მოსაზრებებს.

სანტენის გლობალური სამეცნიერო-კვლევითი სისტემა

გლობალური სამედიცინო მოთხოვნების დაკმაყოფილება ჩვენი ქსელის საშუალებით, რომელიც მოიცავს იაპონიას, შეერთებულ შტატებს, ევროპასა და აზიას

ახალი ფარმაცევტული საშუალებების შემუშავება მოიცავს ხანგრძლივ პერიოდს, რომელიც ითვლის 10 წელზე მეტს, ასევე პროცესების ნაირსახეობას, დაწყებული ძირითადი კვლევიდან და დამთავრებული მარკეტინგით. ავადმყოფობით გამოწვეული პრობლემებისგან პაციენტების შეძლებისდაგვარად სწრაფად გასათავისუფლებლად ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი პროცესის ეფექტურობა. ამ მიზნით ,,სანტენ"-ი აწარმოებს ახალი სამკურნალო პრეპარატების აღმოჩენასა და კლინიკურ კვლევებს მსოფლიო დონეზე, რისთვისაც იყენებს ,,სანტენ"-ის ჯგუფის დაწესებულებებსა და აღჭურვილობას და მომიჯნავე ორგანიზაციებს მსოფლიო მასშტაბით. ამ გზით ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს სისტემას ისეთი ახალი პროდუქციის შესაქმნელად, რომელიც დროულად დააკმაყოფილებს გლობალურ სამედიცინო საჭიროებებსა და მოთხოვნებს.

 

კვლევითი საქმინობის პირობებში, ,,სანტენ"-ის ფარგლებში ჩვენს ძირითად კვლევას, არაკლინიკურ კვლევებსა და სამკურნალო საშუალებების დამზადების ტექნოლოგიას თავი მოვუყარეთ ნარას სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, რათა მოვახდინოთ ჩვენი სხვადასხვა განყოფილების ცოდნის ინტეგრირება და შევქმნათ უკეთესი პროდუქცია. ასევე ვმუშაობთ გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარებაზე. სხვა ორგანიზაციებთან ერთად შევქმენით სისტემა, რომელიც ჩვენი საკუთარი ქსელის საშუალებით ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლასა და თანამშრომლობას. 2011 წელს ,,სანტენ"-მა შეისყიდა ფრანგული ოფთალმოლოგიური ფარმაცევტული კომპანია ,,სანტენ ს.ა.ს."-ი (ადრე ცნობილი როგორც ,,ნოვაგალი"), რომელსაც აქვს ბრწყინვალე სამეცნიერო-კვლევითი შესაძლებლობები და სამკურნალო საშუალებების წარმოების ტექნოლოგიები თვალის სიმშრლის სფეროში. აღნიშნულმა შესყიდვამ გააძლიერა ,,სანტენ"-ის სამეცნიერო-კვლევითი პროცესები, რითაც იზრდება მისი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა ოფთალმოლოგიის სფეროში.

 

კლინიკური კვლევების დასაჩქარებლად ,,სანტენ"-მა ცენტრი გადაიტანა შეერთებულ შტატებში (,,სანტენ ინკ."), სადაც კლინიკური ცდების ჩატარება შესაძლებელია შედარებით მოკლე დროში. კლინიკური კვლევების ხარისხისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად ჩვენ ვაგებთ სისტემას შეერთებულ შტატებში ადრეული სტადიის კლინიკური კვლევების ჩასატარებლად, მაშინ როდესაც გვიანი ეტაპის კლინიკურ კვლევებს ვახორციელებთ იაპონიაში, შეერთებულ შტატებში, ევროპაში, ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში, ასევე სხვა განვითარებად ქვეყნებში.

 

rd_map.jpg
 

ძირითადი სამეცნიერო-კვლევითი დომენები

primary_rd_domains.PNG 

მსოფლიო გამოცდილებისა და ტექნოლოგიის შერწყმა პაციენტთათვის უფრო ნათელი მომავლის შესათავაზებლად 

ჩვენს ქსელზე დაფუძნებული ახალი სამკურნალო საშუალებების აღმოჩენისა და მსოფლიო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშესაწყობად ,,სანტენ“-ი მნიშნელოვან აქცენტს აკეთებს უნივერსიტეტებთან, კვლევით ორგანიზაციებთან და სხვა ფარმაცევტულ ფირმებთან ურთიერთობის გაძლიერებაზე. იმედი გვაქვს, რომ ამგვარი ურთიერთობები მიგვიყვანს მშრალი თვალის სინდრომის მძიმე ფორმების, გლაუკომის, დიაბეტური მაკულარული შეშუპებისა და უვეიტების მკურნალობის ახალი თერაპიული საშუალებების აღმოჩენამდე და დანერგვამდე.

rd_cooperation.jpg